სასტუმრო "ვესტ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება-განთავსება (Check-in) და გასვლისას (Check-out) ნომრის მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი;
** ჯავშნების მიღება და კონტროლი (მათ შორის Booking.com-ის პლატფორმაზე);
** შემოსულ ზარებზე, წერილებსა და Mail-ებზე დროული პასუხის გაცემა;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 19:00 სთ-დან დილის 10:00 სთ-მდე, დღეგამოშვებით (15-საათიანი მორიგეობა);
** ანაზღაურება: 60 ლარი (ხელზე ასაღები) ცვლაზე;
** ლოკაცია: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N94 (მეტრო "გურამიშვილთან" 50 მეტრში — ძალიან მარტივი მისასვლელი).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: westtbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 570 10 12 13.
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ღამის ადმინისტრატორი". ნუ დატოვებთ სათაურს ცარიელს.
|