"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი);
** 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი; თვეში 15 სამუშაო ცვლა; 2/2-ზე; დღე/ღამე;
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული საშუალო განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური ან/და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბაზისო მათემატიკური უნარები და ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების/ტრანზაქციების წარმოება და აღრიცხვა;
** კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|