Робота для біженців з України
მომმარაგებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომმარაგებელი
მომწოდებელი: Casino International
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი);
** 8 სთ-იანი სამუშაო დღე; კვირაში 2 დასვენების დღე;
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის მიღებისას ვადების გადამოწმება;
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
** ნაშთების და ვადების პერიოდული კონტროლი საწყობში;
** საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე