|
დასახელება:
ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ივლისი
/ ბოლო ვადა: 06 აგვისტო
|
სასტუმრო "თბილისი" ეძებს პასუხისმგებლიან პირებს დასასაქმებლად.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 6/1, 10:00-18:00
ანაზღაურება ხელზე ასაღები 2000 ლარი + საბონუსე სისტემა (ინდივიდუალური შეთანხმებით)
1 კვებით უზრუნველყოფა
ძირითადი ფუნქციები:
** რეგულარულად ჩატარდეს სამალიარო, სასანტექნიკო, შეკეთებითი და შექმნითი სამუშაოები.
** ყოველდღიური სიხშირით შეკეთდეს ოთახში არსებული დაზიანება
** უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული დანადგარების და აღჭურვილობის ზედამხედველობას, რეგულარული ტექნიკური შემოწმებას და შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში
** იცავს კომპანიის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტს და პროცედურას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს ელექტრო მოწყობილობების, წყალგაყვანილობის, გამათბობლების, კონდენციონერების და სხვა სისტემების მონიტორინგს და გამართულ მუშაობას, დროულად აღმოფხვრას შეფერხებას
** კარგად იცნობდეს შენობის გეგმებს და მახასიათებლებს გაყვანილობის ადგილმდებარეობის და მასთან დაკავშირებული მასალების, საჭირო ინსტრუმენტების და შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრის მიზნით
** დაუყოვნებლივ აგვარებს სხვადასხვა განყოფილებების ტექნიკურ და სამეურნეო მოთხოვნებს, სასტუმროში პროცესების გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის
** შეასრულოს დისტრიბუციის მიერ მოტანილი პროდუქტების მიწოდება საწყობში და დანიშნულების ადგილებზე.
კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
** ელექტრო, წყალგაყვანილობის, სამალიარო და სხვა სისტემების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV info@tbilisee.ge-ზე და Subject-ში ჩაწერეთ "ტექნიკური სამსახური"
ან გამოგვიგზავნეთ CV Whatsapp-ზე +995599475766
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|