Робота для біженців з України
პროექტის ადმინისტრატორი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აბასთუმანში ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აბასთუმანი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** სამშენებლო ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და მოწესრიგება;
** დასაქმებული პერსონალის საყოფაცხოვრებო და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა;
** საოფისე მასალების, საკანცელარიო და საჭირო ინვენტარის მარაგების კონტროლი;
** სათაო ოფისთან მუდმივი კოორდინაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიმოცვლის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოკუმენტაციასთან მუშაობის პრაქტიკული უნარები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე კარგად ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა;
** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** სამუშაო გამოცდილების მიღებას მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე;
** მეგობრულ, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "პროექტის ადმინისტრატორი - აბასთუმანი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე