"პიქსელის" გუნდი ეძებს ახალ წევრს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს შემდეგს:
** შენობის აქტუალური საპროექტო და as-built დოკუმენტაციის ანალიზი და აუდიტი
** შენობის საინჟინრო დოკუმენტაციის აქტუალიზაცია, შენობის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა
** შენობის სივრცეების ელექტრონული გეგმარებების შემოწმება, მათი ანალიზი და შენობის რეალურ გეგმარებებთან შესაბამისობაში მოყვანა
** შენობაში არსებული ყველა სისტემის ტექნიკური მდგომარეობისა და მუშაობის ეფექტურობის შეფასება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და აღნიშნული სისტემების/დანადგარების ტექნიკური გაუმჯობესების გეგმის შედგენა
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში შესაბამისი საჭირო პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება
** მსხვილი სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად შემსრულებელი კომპანიების მოძიება ტენდერის მეშვეობით, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა/დამუშავება, ასევე შესაბამისი მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვების დაორგანიზება
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და უკვე გაწეული ანაზღაურებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი
** შენობაში არსებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციის, მათი ტექნიკური მომსახურებისა და შემდგომი მომსახურების ხარისხის კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** არქიტექტურული პროგრამების: ArchiCAD ან AutoCAD ცოდნა, სასურველია 3D Max-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, დროის მენეჯმენტი
** ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@pixelcenter.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი".
გისურვებთ წარმატებებს!
|