Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: კერძო დამსაქმებელი
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
კერძო დამსაქმებელი თბილისში ეძებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პრეზენტაბელურ მამაკაცს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მთავარი მოვალეობები:

** დამსაქმებლის იმიჯისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა
** ოფიციალური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრისა და გაცილების პროცედურების ორგანიზება და უზრუნველყოფა
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მედიასთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება და კავშირების შენარჩუნება
** სტუმრების მიღებისა და ოფიციალური პროტოკოლის დაცვის უზრუნველყოფა

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR), ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში
** ენების ცოდნა: არაბული და ინგლისური ენების სრულყოფილი, თავისუფალი ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი) სავალდებულოა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საუკეთესო კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
** პუნქტუალურობა და კონფიდენციალურობის დაცვა

სამუშაო პირობები:

** ადგილი: თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00-დან 16:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით). შენიშვნა: საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მუშაობა არასამუშაო საათებშიც (ღონისძიებების ან აეროპორტში სტუმრების დახვედრის დროს)
** ხელფასი: განიხილება გასაუბრების დროს

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV ინგლისურ ენაზე (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi.office@gmail.com

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ: "Application for Public Relations (PR) Position".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე