სკოლა "პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** განახორციელოს ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ოპერაციები.
** უზრუნველყოს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული მოსწავლეთა სწავლის საფასურის შემოსავლის ორდერში გატარება და შესაბამისი თანხის საკონტროლო-სალარო აპარტში ასახვა.
** მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში შემოსული თანხებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
** განახორციელოს ყოველდღიური კონტროლი ანგარიშზე თანხების ჩარიცხვაზე და წარუდგინოს სკოლის დირექტორს ინფორმაცია მოსალოდნელი საანგარიშსწორებო ქმედებების შესახებ.
** სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილესთან ერთად საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოამზადოს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
** სკოლის ტექნიკურ მენეჯერთან ერთად მოამზადოს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესრულება.
** აღრიცხოს სკოლის მატერიალური ფასეულობათა მდგომარეობა და მოამზადოს მასალები მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი:. 10:00/18:00. შაბათი/კვირა დასვენება
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: school_polygloti@yahoo.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი"
|