Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგური კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Fit-Out-ის მიმართულებით.

Fit-Out მიმართულება ჰოლდინგში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტრატეგიულ მიმართულებას. ამ ეტაპზე ვეძებთ Fit-Out მიმართულებით გამოცდილ შესყიდვების მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ მიმართულების განვითარებას, ჩამოაყალიბებს ეფექტიან შესყიდვების პრაქტიკას და შექმნის ძლიერ მომწოდებლების ქსელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Fit-Out შესყიდვების სრული ციკლის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა
** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე მწარმოებლებისა და მომწოდებლების მოძიება, შეფასება და განვითარება
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, ვადები, პირობები, კონტრაქტები)
** პროექტების შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა ბიუჯეტისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად
** Value Engineering პროცესებში მონაწილეობა (ალტერნატიული მასალები და გადაწყვეტილებები)
** საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია
** პროექტის, დიზაინის, საინჟინრო და ფინანსურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** Fit-Out შესყიდვების პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და განვითარება
** მიმართულების ზრდასთან ერთად გუნდის ფორმირებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა

რას ველოდებით თქვენგან?

** უმაღლესი განათლება (სასურველია: ინჟინერია, მშენებლობა, ბიზნეს ადმინისტრირება ან მომიჯნავე სფერო)
** მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება Fit-Out / Interior Finishing სფეროში
** Fit-Out მასალების, სისტემებისა და საერთაშორისო ბაზრის სიღრმისეული ცოდნა
** საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (საუბარი და წერითი კომუნიკაცია)

რას გთავაზობთ?

** ხელფასი: 3000 - 4000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
** ბონუსი: პროექტის KPI-ების შესრულებიდან გამომდინარე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა

როგორ დაგვიკავშირდეთ?

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ბმულზე: https://wkf.ms/4eUHuoc
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე