m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
როგორც ბუღალტერიის გუნდის წევრს, გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ m²-ის ფინანსური პროცესების ყველა ეტაპში, რომელიც მოიცავს ათეულობით კომპანიის ფინანსური მონაცემების კონსოლიდაციას. თქვენ ითანამშრომლებთ ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელსა და გუნდის სხვა წევრებთან და მხარდაჭერას გაუწევთ შემდეგ მიმართულებებს:
** ბუღალტრული ჩანაწერების მომზადება, შემოწმება და ანალიზი;
** ბალანსისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ანგარიშების ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და შეჯამების საფუძველზე, ფინანსური სტანდარტების შესაბამისად;
** გადასახდელი გადასახადებისა და საგადასახადო დეკლარაციების გაანგარიშება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ყოველდღიური ფულადი გადარიცხვების განხორციელება (მათ შორის, სახელფასო გადარიცხვები);
** გარე საგადასახადო აუდიტის პროცესში ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური უნარები: Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება ACCA-ის ნაწილობრივი კვალიფიკაციის ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირი, ისე წერითი); მჭიდრო ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული პროგრამა ბალანსის ცოდნა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
|