მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე.
ლოკაცია: გ. სააკაძის დაღმართი #11
კვალიფიკაცია:
** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან.
** ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა.
** დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა.
** სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ხსნარების ცოდნა.
** მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** დეზინფექციის წარმოება და პაკეტების კომპლექტაცია;
** იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
** სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
** სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
** გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხვა და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** ინფექციის კონტროლის სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა მუშაობის პროცესში;
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა;
გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@kani.ge.
თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობა, რომ ჩვენთან მუშაობით დაინსტერესდით.
წარმატებას გისურვებთ.
|