Робота для біженців з України
დამწყები გრაფიკული დიზაინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: რეკლამა პლიუსი
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
სარეკლამო კომპანია შპს "რეკლამა პლიუსი"/კალიფსო აცხადებს ვაკანსიას დამწყები გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს, კერძოდ ბათუმის ბაზარზე და დაკავებულია სარეკლამო სფეროთი და მომსახურებით.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** სოციალური ქსელებისთვის და ციფრული არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება.
** ბეჭდური მასალებისთვის დიზაინის მომზადება და კორექტირება.
** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება.
** ფოტოს კორექტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: photoshop, illustrator, corelDRAW.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, დ. თავდადებულის #50
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა
კომპანია გთავაზობთ: საინტერესო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას ახალგაზრდა ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდში, მზარდ ანაზღაურებას და დამატებით შემოსავალს შესრულებული სამუშაოებისა და პროექტებში ჩართულობის მიხედვით.

უნარებს რაც საჭიროა დავალებების შესრულებისთვის სამუშაო პროცესისა და კერძო პროექტებზე დროს შეიძენთ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: adscalypso@gmail.com

დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 574 50 30 30
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე