ბუღალტრული მომსახურების კომპანია "FIN WAY" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ გსურს იმუშაო პროფესიონალ გუნდში, სადაც შრომა ფასდება, განვითარება რეალურია და ყოველდღიურად საინტერესო გამოცდილებას მიიღებ — შემოგვიერთდი!
FIN WAY უკვე მრავალი წელია წარმატებით ემსახურება სხვადასხვა სფეროს კომპანიებს და ქმნის პროფესიონალურ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის განვითარება მნიშვნელოვანია.
ჩვენთან გელოდება:
** მრავალფეროვანი კლიენტები
** პროფესიონალი მთავარი ბუღალტრების მხარდაჭერა
** მუდმივი სწავლა და განვითარება
** მეგობრული გუნდი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** გარემო, სადაც შრომა და ერთგულება ნამდვილად ფასდება
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ORIS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებულ კანდიდატს მუშაობას თავადაც შევასწავლით
** აუცილებელია MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი და ასახვა
** სალაროს კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში
** ხარჯების დარიცხვა
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება
პიროვნული კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიონალიზმი და განვითარების სურვილი
ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივა გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 23ა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: finway1@yahoo.com
Subject-ში მიუთითეთ: "ბუღალტერი" და სასურველი ანაზღაურება.
თუ გსურს გახდე FIN WAY-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ სიამოვნებით გაგიცნობთ!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|