"საირმის საცხობი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - ქსელის საოპერაციო მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოწესრიგებული ჩაცმულობა და ვიზუალი;
** სამუშაო ფორმების გაფრთხილება და მოვლა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში, ტრენინგი და ცოდნის საფუძვლიანი გადაცემა;
** ობიექტის გახსნისას დარბაზის, ბარის და სამზარეულოს სრული სამუშაო მზადყოფნის კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების კონტროლი, ნებისმიერი პრეტენზიის ან უკმაყოფილების დროს მიზეზის გარკვევა, აღმოფხვრა და პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა.
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ხარისხის სტანდარტიზაცია;
** სალაროს კონტროლი, საწყისი და საბოლოო ნაშთების გადამოწმება, ბუღალტერიასთან სწორი ინფორმაციის მიწოდება (შევსებული ბლანკებით)
** კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროული და ზუსტი უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შეკვეთების განხორციელება;
** მიღებული შეკვეთების გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა ზედნადებებთან;
** ზედნადებების შეტვირთვა პროგრამაში;
** მიღებული შეკვეთების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე არსებული ინვენტარის გაფრთხილება;
** საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** დიასახლისების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და საჭიროების დროს უკუკავშირი ხელმძღვანელთან;
** თვის ბოლოს ინვენტარიზაციის მაღალ დონეზე ჩატარება და რაოდენობების ზუსტი აღრიცხვა; შეყვანა პროგრამაში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
კომპანიის ბენეფიტები:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** კვება უფასო;
** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ;
** დაზღვევა.
საორგანიზაციო დეტალები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00
** მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: info@sairmebakery.ge სათაურის ველში მიუთითეთ: სუპერვაიზერის პოზიციაზე.
|