Робота для біженців з України
მდფ-ის კარის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მდფ-ის კარის ხელოსანი
მომწოდებელი: აიკო
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
"აიკო" - არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.

კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას მდფ-ის კარის ხელოსნის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ნახაზების კონსტრუქტორისგან გადმობარება;
** ნახაზების შესაბამისად მდფ-ის კარის დეტალების დამზადება;
** დამზადებული კარის სამღებრო უბნისთვის გადაბარება;

აუცილებელია გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: 3000 ლარიდან (გამომუშავებით);
** *სამუშაო ადგილი: ერისთავის 1 (დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მდფ-ის კარის ხელოსანი/ინსტალატორი ან დაგვიკავშირდეთ: 577903311; 579100070;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე