Робота для біженців з України
ადვოკატის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: გიორგი ცობეხია და პარტნიორები
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
"გიორგი ცობეხია და პარტნიორები" არის საადვოკატო ბიურო რომელიც აცხადებს ვაკანსიას იურისტის - ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო (საბურთალოს ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: არასრული განაკვეთი (10:00 საათიდან 18:00 საათამდე), კვირაში 3 - დღე (ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი)
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** კორესპონდენციის მომზადება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან წერილობითი კომუნიკაცია.
** სხვადასხვა იურიდიული და საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება.
** სასამართლოსა და ადმ. ორგანოებში წარმომადგენლობა (სურვილისამებრ განვითარებისთვის).
** კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი.
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: g.tsobekhia@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე