"Golden Tulip Design Tbilisi" არის ბრენდული სასტუმრო, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ზაფხულში. სასტუმრო არის Louvre Hotels Group-ის ნაწილი, რომელიც გლობალური მოთამაშეა საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, პორტფელით მოიცავს 1700-ზე მეტ სასტუმროს 70 ქვეყანაში.
"Golden Tulip Design Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.
სასტუმროს საწყობის მარაგების სპეციალისტი პასუხისმგებელია პროდუქციის/ინვენტარის მიღებაზე, შენახვასა და დასაწყობებაზე, ასევე საწყობების სისუფთავესა და მოწესრიგებულობის კონტროლზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის მიღება, განთავსება და დასაწყობება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ზედნადების პროგრამულად ასახვა
** საწყობებს შორის ნაშთების გადატანა და კონტროლი
** სასტუმროში არსებული საწყობების სისუფთავის უზრუნველყოფა
** დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის შესახებს შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება და უკან დაბრუნების პროცედურის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
იმისათვის, რომ გახდეთ ჩვენი Golden Hospitality Team-ის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@goldentulipdesigntbilisi.com 2026 წლის 31 ივლისამდე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
გაცნობებთ, რომ გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|