Робота для біженців з України
B2B გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შემოუერთდი "ყავის ლაბორატორიის" გუნდს B2B გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე!

ჩვენს შესახებ

"ყავის ლაბორატორია" 2016 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი Specialty Coffee ქსელია საქართველოში.

ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაღალი ხარისხის ადგილზე მოხალული ყავა, სამზარეულო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება.

გარდა საცალო მიმართულებისა, B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.

თუ გსურს იმუშაო მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** ⁠კომუნიკაბელური;
** ⁠პოზიტიური;
** ⁠პასუხისმგებლობიანი;
** ⁠მოწესრიგებული;

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება პარტნიორი კომპანიებისგან და პროგრამაში გატარება
** დავალიანებების კონტროლი და საჭირო კომუნიკაცია
** აღწერების პროცესში ჩართულობა და პროგრამული ასახვა
** საჭირო რეპორტინგის წარმოება

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ფიტპასს;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: ლისი - მუხრან მაჭავარიანის ქუჩა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@coffeelab.ge (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში:

https://www.facebook.com/coffeelabgeorgia
https://www.instagram.com/coffeelabgeorgia/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე