|
დასახელება:
სერვერი/მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ვილა მოსავალი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვერის (მიმტანის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ჩვენი კომპლექსი აერთიანებს ქართულ და ევროპულ რესტორნებს და მასშტაბურ, 1000 სტუმარზე გათვლილ საბანკეტო სივრცეს.
ჩვენთან თითოეული დღე განსხვავებულია:
** კორპორატიული საღამოები
** საერთაშორისო კონფერენციები
** საქორწილო წვეულებები
** კულტურული და სპორტული ღონისძიებები
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების თბილი დახვედრა და მაღალი სტანდარტის სერვისით უზრუნველყოფა;
** შეკვეთების მიღება და მენიუს დეტალური ცოდნის საფუძველზე რეკომენდაციების გაწევა;
** ღონისძიებებისა და ყოველდღიური სერვისის დროს დარბაზში წესრიგის, სტანდარტებისა და სისუფთავის კონტროლი;
** გუნდური მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან გამართული ივენთების ჩასატარებლად.
რას ველოდებით შენგან:
** პოზიტიური დამოკიდებულება;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენების საბაზისო ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
** კვება;
** საცხოვრებელი;
** ტრანსპორტირება;
** განვითარება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@mosavaligroup.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|