სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობები:
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება
** ბარის ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა
** მომხმარებლისთვის დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას (საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში) კომპლექსის მიმდებარედ)
ანაზღაურება: 1 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე)
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mosavaligroup.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
|