ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი (ავტონაწილების სფერო)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
ავტონაწილების (საცალო, საბითუმო) კომპანია "სმოტორს" ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს გაყიდვების დეპარტამენტთან და დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კომპანიის მარკეტინგული აქტივობები.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა.
** სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული მართვა და კონტენტ-გეგმის შემუშავება.
** ციფრული რეკლამის გამართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads).
** კორპორატიული (B2B) და საცალო (B2C) გაყიდვების მხარდაჭერა შესაბამისი მარკეტინგული მასალებით.
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით.
** გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ვიზუალების დამოუკიდებლად ასაწყობად).
** სარეკლამო კაბინეტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** ქართულ ენაზე გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი.
** ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა (ავტონაწილების ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად).
პიროვნული თვისებები:
** გაყიდვების ზრდასა და კონკრეტულ ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობისა და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
** მოქნილ ბონუსურ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|