Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.
** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე