Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=734676&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"Craft Food" რესტორნების შვილობილი კომპანია - "Craft Food ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00.
** ანაზღაურება: 2000-2500 ₾ კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას 16.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ობიექტის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს წარმოების პროცესების ეფექტიან მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესების ორგანიზება და გამართული მუშაობის კონტროლი;
** პროდუქციის, ნედლეულისა და მარაგების მართვა, შეკვეთების დაგეგმვა;
** თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მოტივაცია;
** სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** სალაროს, საოპერაციო პროცესებისა და რეპორტინგის წარმოება;
** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სწრაფი კვების ან კვების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერული, ორგანიზაციული და პრობლემების მართვის უნარები;
** MS Office-ის (Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@craftfood.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: ფილიალის მენეჯერი ქუთაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია