ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისკენ სწრაფვით.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.
თუ გსურთ გახდეთ წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითაროთ თქვენი ლიდერული უნარები — შემოგვიერთდით!
"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა თანამედროვე იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და ასაქმებს 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს.
ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).
ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and Spa, Bioli Wellness Resort, Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport, In Vitro, Terminal, TBC Bank და სხვა.
ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო ბიუჯეტის მიღება
** შესყიდვების ბიუჯეტის დადასტურება, აღრიცხვა და მონიტორინგი
** მარაგების აღრიცხვა
** წარმოების მიმდინარეობის აღრიცხვა (საწარმოო აქტის წარმოება)
** წარმოების სახელფასო პროექტის მართვა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** სასურველია წარმოებაში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსისტი წარმოების მიმართულებით"
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის.
|