საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "CARWIZ Georgia" (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე დღის საათებში. (მძღოლების უფროსი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მძღოლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, მათი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, კოორდინაცია/კონტროლი და სატრანსპორტო შეკვეთების ოპტიმალური გადანაწილება მძღოლებს შორის.
** კომპანიის პარტნიორებთან, სასტუმროებთან და სხვა დამკვეთებთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია.
** შემოსული ელექტრონული ფოსტის (E-mail) და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების მიღება და დამუშავება.
** სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის კონტროლი და კომპანიის სტანდარტების დაცვა, ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის, შრომითი მოვალეობებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი.
** მძღოლების მხრიდან სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადებისა და სამუშაოს დასრულების შემდეგ დროული გასვლის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
სამუშაო ადგილი - თბილისი, სასტუმრო შერატონი, თელავის ქუჩა 20
სამუშაო საათები - 09:00-20:00
ანაზღაურება ფიქსირებული - 2500 ლარი + კვარტლური ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@carwiz.ge
|