Робота для біженців з України
გარემოს დაცვის სპეციალისტი - ანაკლია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge/

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

პოზიციის ადგილმდებარეობა: ანაკლია
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე
** ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** ESMP სტანდარტების ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო აღწერილობა:

** პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება
** დამკვეთთან და კონტრაქტორ კომპანიებთან რეპორტინგი
** ობიექტზე სამშენებლო ნარჩენების მართვა
** გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პერსონალის ტრენინგი
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან
** სამშენებლო პროექტის ინსპექტირება

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** განვითარებული კომუნიკაციური უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** საქმის ორგანიზების უნარი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე