Робота для біженців з України
​საწყობის თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ​საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ოლიმპი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით
** შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია)
** საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა)
** ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა
** კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე