Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Tactical.ge
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"Tactical.ge" არის კომპანია, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამხედრო და სალაშქრო ეკიპირებას.

დღეს "Tactical" არის ისეთი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, როგორიცაა: M-TAC, VAV WEAR, PENTAGON, NOVRITSCH, YAKEDA, CYTAC, IDOGEAR და სხვა. კომპანია წარმოდგენილია რამდენიმე მაღაზიის სახით საქართველოს მასშტაბით.

ვაკანსია: ადმინისტრატორი

"Tactical.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და განლაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და მარაგების პერიოდული გადამოწმება;
** გაყიდვების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურება და პრობლემური საკითხების ეფექტური გადაწყვეტა;
** სალაროს კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს სფეროში;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: khatiaveshapidze@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "ადმინისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე