Робота для біженців з України
სოც.მედია / კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოც.მედია / კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Hill City
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"Hill City Real Estate" აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია / კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

Hill City Real Estate სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში.

ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს ორი კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას.

შენ გეძებთ თუ:

** გაქვს კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** წარმატებით გიმუშავია Facebook, Instagram, TikTok და YouTube-ზე
** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება
** გაქვს ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
** კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს
** ინგლისურ ენას ფლობ მაღალ დონეზე (სავალდებულოა)
** ხარ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული

რას გააკეთებ ჩვენთან:

** გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს
** მართავ ორი კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს
** დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე
** შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს
** დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის
** იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე
** გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე

რას მიიღებ ჩვენგან:

** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
** ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას
** კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს

სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ლოკაცია: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე:

** CV
** პორტფოლიო ან შენ მიერ შექმნილი კონტენტის ნიმუშები.

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება: Hillcity.sales@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე