Робота для біженців з України
სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, კლინიკური სწავლების საფეხურზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა აკადემიური კალენდრის დაგეგმვის მიზნით და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** სასწავლო და საგამოცდო ცხრილების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** სწავლის საფეხურის შესაბამისად, სილაბუსებით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის
** სემესტრის განმავლობაში აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობის კოორდინირება აკადემიური კალენდრით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების პროცესში
** გამოცდებისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებული სტუდენტური აპელაციების განხილვის ორგანიზება და კოორდინირება; აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მონიტორინგის მიზნით, დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სხვადასხვა სახის ანგარიშის მომზადება
** პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად კურიკულუმის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინირება, რომლებიც ინიცირებულია აკადემიური პერსონალის ან სტუდენტების მიერ
** ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სკოლის პერსონალის ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა
** სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესში მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის ან სამედიცინო მიმართულებით)
** საგანმანათლებლო ან/და სამედიცინო სფეროში/კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური, თავაზიანი და ინიციატივიანი
** დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდურობა

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV: Vacancy@alte.edu.ge

სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აგვისტო

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

ალტე უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე