Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Monde Group
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა
** დარეზერვებული/გაყიდული/გაუქმებული ბინების სწორი წარმოება ბაზაში
** კლიენტების ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება
** კლიენტებთან ურთიერთობა და მათი პრობლემური საკითხების მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** კლიენტების დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება
** შიდა დოკუმენტაციისა და ბაზების მართვა
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** ოპერატიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი

ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე: mondeegroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე