Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ბეკო
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე 26 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ამჟამად საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 98 სავაჭრო წერტილს.

კომპანია გამოირჩევა: კადრების პროფესიონალიზმით, მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით და სტრატეგიით - "ცვლილება უკეთესობისკენ".

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1370 ლარი (ხელზე ასაღები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება და/ან პროფესიული
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: HR@technoshop.ge.

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიასთან და შრომითი ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა პოზიციისთვის. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნულისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტას: HR@technoshop.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე