Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) ვაკანსია.

ანაზღაურება: თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (დასაქმების პერსპექტივით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი

ცოდნა:

** ოპერაციული სისტემები
** საოფისე პროგრამები
** დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა
** კომპიუტერის არქიტექტურა
** ქსელური მოწყობილობები
** პერიფერიული მოწყობილობები
** კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები
** სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები
** უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები
** პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ოპერატიულობა
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დასაბუთების უნარი
** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის (PC, ლეპტოპი, ნეთბუქი, პლანშეტი) მხარდაჭერა და რემონტი
** ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა
** კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა
** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა
** კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი
** უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები, სკანერი) და სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაცია
** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ტელეფონის საშუალებით
** აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
** კონფიდენციალურობის დაცვა და შრომის შინაგანაწესის შესრულება
** მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობა და მოვლა

დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
** CV ქართულ ენაზე (PDF)
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
** განათლების/სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
** ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ

აპლიკაციის მიღების ვადა: 2026 წლის 7 ივლისი - 2026 წლის 12 ივლისი, 17:00 საათამდე

ელ-ფოსტა: vacancy@tsu.ge

სათაური: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ორი საშტატო ერთეული)

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩევა განხორციელდება დოკუმენტების განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე. არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე