Робота для біженців з України
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: კვების კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
კვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შეფ-მზარეული - საოფისე და კორპორატიული კვების მიმართულებით. მთავარი გამოწვევებია დიდი მოცულობით წარმოება, სტაბილური ხარისხი, დროული მიწოდება და ყოველდღიურად ცვალებადი მენიუ.

ძირითადი მოთხოვნები შეფ-მზარეულის პოზიციაზე:

** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ კვებაში, საწარმოო სამზარეულოში, კეიტერინგში ან საოფისე ლანჩების მიმართულებით.
** დიდი მოცულობის წარმოების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (100+ პორცია დღეში ჩაითვლება უპირატესობად).
** მენიუს შექმნისა და სეზონურად განახლების გამოცდილება.
** კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურობის უზრუნველყოფის უნარი.
** პროდუქტის დანახარჯებისა და Food Cost-ის ეფექტურად მართვის გამოცდილება.
** სამზარეულოს გუნდის მართვის, გადანაწილებისა და თანამშრომლების გადამზადების გამოცდილება.
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების ცოდნა და დაცვა.
** ნედლეულის მიღების, შენახვისა და მარაგების კონტროლის გამოცდილება.
** სწრაფ გარემოში მუშაობისა და პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** კორპორატიული კვების ან ლანჩბოქსების პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
** თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა.
** დიეტური, ვეგეტარიანული და ჯანსაღი მენიუს შექმნის გამოცდილება.
** სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ახალი პროდუქტების დანერგვის გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:

კორპორატიული კვების, საწარმოო სამზარეულოს ან კეიტერინგის სფეროში მუშაობის რეალურ გამოცდილებას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობის კერძების ყოველდღიურად მომზადებისა და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV ამ მისამართზე: kote.aromati@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე