|
დასახელება:
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ადეიშვილის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
ძირითადი მოვალეობები:
** ჰოსპიტლის ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო გადაადგილება;
** სამსახურებრივი ავტომობილის მართვა ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად;
** მცირე სამეურნეო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ნათურების, საკეტის და მსგავსი ელემენტების შეცვლა/შეკეთება)
** შენობისა და ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ავარიული და წვრილმანი დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური და სამეურნეო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|