Робота для біженців з України
საქმეთწარმოების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთწარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ადეიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში.

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია;
** (შიდა/გარე) კორესპონდენციის, სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების პროცედურების დაცვაზე კონტროლი, დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და მართვა;
** კანცელარიისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
** შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება;
** HR განყოფილებასთან თანამშრომლობა;
** დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობასა და დადგენილი ვადების დაცვაზე კონტროლი და აღნიშნულთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების სისტემატური ინფორმირება;
** შიდა დოკუმენტების ჩანაწერების კონტროლი დაწესებულების მასშტაბით;
** შიდა და გარე დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა, საოფისე და რუტინული საქმისწარმოების პროცესების მუდმივი მონიტორინგი;

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე