Робота для біженців з України
PR და მარკეტინგის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ადეიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ადეიშვილის კლინიკა" ქუთაისში ეძებს PR და მარკეტინგის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის PR და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობა;
** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტ იდეებისა და საკომუნიკაციო მიმართულებების შემუშავება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** კომპანიის მომსახურებების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული მასალების (ტექსტები, ბანერები, ვიდეოები და ა.შ) მომზადების კოორდინაცია;
** ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი, კრეატიული ფორმატების ინიცირება;
** დიზაინერებთან, სააგენტოებთან და შიდა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის ერთიანობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში.
** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება. მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა
** მომსახურების განვითარების პროცესებში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** კრეატიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე