Робота для біженців з України
გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)

ჩვენ გთავაზობთ:

** საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00);
** მინიმუმ 12 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე