Робота для біженців з України
უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი
მომწოდებელი: კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის ტექნიკოს-ოპერატორი

დაქვემდებარება:

** უშუალო ხელმძღვანელი
** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
** პირდაპირი ხელმძღვანელი
** განყოფილების უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

** იზრუნოს საქვაბის გამართულ მუშაობაზე;
** მუდმივ წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი;
** იცნობდეს საქვაბეში დამონტაჟებული აგრეგატების ტექნიკურ მაჩვენებლებს და მუშაობის პრინციპს;
** იცოდეს შენობა-ნაგებობების ცხელი და ცივი წყლის მიწოდების გრაფიკი;
** დაიცვას მასზე მიმაგრებული აგრეგატების ექსპლუატაციის წესები. გაუმართაობის შემთხვევაში დროულად მოახსენოს პირად უფროსს;
** აკონტროლოს ცივი წყლის რეზერვუარებში წყლის რაოდენობა. დროულად შეავსოს რეზერვუარები ქალაქის წყალმომარაგების ქსელიდან;
** აკონტროლოს ქვაბებზე მიწოდებული ბუნებრივი აირისა და ცივი წყლის, ასევე ქვაბებიდან შენობებში გამავალი გათბობისა და წყალმომარაგების მილებში წყლის წნევა;
** ზამთრის სეზონური ყინვების დროს, გათბობის სისტემაში ცხელი წყლის მიწოდების ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მილების გაყინვის თავიდან აცილების მიზნით;
** უზრუნველყოს საქვაბეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების წესების დაცვა.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

ხარისხი (სავალდებულო):

საშუალო: სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი

ხარისხი (სასურველი):

საშუალო-პროფესიული: სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი

გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

ცოდნა:

** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა

კომპეტენციები: კომუნიკაცია

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)

სხვა უნარები:

** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
** კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)

ხელფასი: 1417 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** ელ-ფოსტა: cml@mod.gov.ge
** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე