Робота для біженців з України
ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის (იცა)" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 სამუშაო დღე (ფიზიკურად ოფისში)
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) პროფესიული განვითარების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციების წარმოება;
** პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** დარიცხვებისა და გადარიცხვების კონტროლი;
** კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია დარიცხვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ფინანსურ და ბუღალტრულ პროცესებთან დაკავშირებული სხვა ყოველდღიური მოვალეობების შესრულება

გასაუბრება მოიცავს 2 ეტაპს:

** CV-ს გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე 20.07.2025-მდე (СV) ელ. მისამართზე ica.centre2020@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე