Робота для біженців з України
პრისელერი - გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი - გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: პეტრა ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია შპს "პეტრა ქონსთრაქშენი" რომელიც 10 წელია ოპერირებს სამშენებლო მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისელერის) პოზიციაზე.

მდებარეობა: აღმოსავლეთ საქართველო

ძირითადი მოთხოვნები:

** მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან;
** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში;
** სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** მიზანდასახულობა;

მოთხოვნები: საკუთარი მანქანის ყოლა და B კატეგორიის მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში სამი დღე (თვეში 12 დღე) 9:00-დან 18:00 საათამდე
** საწვავით უზრუნველყოფას
** სასტუმროში განთავსებას სამუშაო დღეებში
** ოფიციალურ დასაქმებას;
** სასიამოვნო გარემოს,
** მოჭრილ ხელფას პლიუს ბონუსი გეგმის და პრიორიტეტების შესრულების შესაბამისად

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: ukldiashvili@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრესეილერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე