Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის ადა კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: ყოველდღე 09:00-17:00

მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვის ნაწილში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა - ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა
** კომპანიის სახელით შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
** HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით)
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: human.resource.m.a.m@gmail.com

ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე