|
დასახელება:
დამრიგებლის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
თანამედროვე განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დამრიგებლის ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
დამრიგებლის ასისტენტი მოსწავლეს უქმნის პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, თავისუფალ დროს მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობაში, რომელთა ძირითადი მიზანია მოსწავლეთა განტვირთვა და კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. ასისტენტი უწევს მეთვალყურეობას, მოსწავლემ სწორად გაანაწილოს დრო, დამოუკიდებლად ან/და თანასწავლების პრინციპების გამოყენებით ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება; ორგანიზებულად ჩაერთოს სკოლის მიერ შეთავაზებულ საკლუბო აქტივობებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4
სამუშაო საათები: 15:00 - 18:00
აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავონ შემდეგ ელფოსტაზე: info@cea.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამრიგებლის ასისტენტი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|