|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
EBIT Group
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე კლიენტი კომპანიისთვის.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქუჩა
ინდუსტრია: ჯანდაცვა / სამედიცინო სერვისები
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტი)
ფუნქციები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვებისა (ადგილობრივი, საერთაშორისო) და ოპერაციების განხორციელება
** ხარჯების მართვა (ბუღალტრულ პროგრამაში/სისტემაში კომპანიის პროგრამების მიხედვით ხარჯების აღრიცხვა)
** შემოსავლების (საბანკო, ტერმინალი, ნაღდი ფული) აღრიცხვა პაციენტებისა და ანექსების მიხედვით
** საბანკო გატარებების განხორციელება
** პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ოპერაციებისა და შედარებების დროული შესრულება
** ყოველთვიური დეკლარაციების (მოგება, საშემოსავლო, დღგ) მომზადება და გაგზავნა
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გაგზავნა
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა, განათლება:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
** სასურველია რუსული ენის სამუშაო დონეზე ფლობა
** ბუღალტრული პროგრამების - 1C-ისა და Balance-ის ცოდნა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის, ზედმიწევნით ცოდნა
გამოცდილება:
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
უნარები და პიროვნული თვისებები:
** განვითარებული მათემატიკური უნარები
** განვითარებული ანალიტიკური უნარები
** დეტალებისადმი ყურადღება
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია გუნდის წევრებს სთავაზობს:
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას
** Fitpass-თან პარტნიორობას
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 10.07.2026-მდე ელ. მისამართზე: career@ebit.ge.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კანდიდატების შერჩევის პროცესს მართავს ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|