Робота для біженців з України
მტვირთავი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: შპს ლუკა
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "ლუკა" KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას.

შპს "ლუკა" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

პირობები:

** ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.#112)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათები: 10 სთ-დან 18 სთ-მდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი);
** ანაზღაურება: 1160 ლარი (მომატების პერსპექტივით).

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ტვირთის: ჩამოცლა; ჩათვლა; მიღება; განლაგება; მოწესრიგება;
** დასაწყობება წესების მიხედვით და პასუხისმგებლობა მათ უსაფრთხო განთავსებაზე;
** პროდუქციის მეტობა/ნაკლებობის შემთხვევაში მყისიერი უკუკავშირი მენეჯერთან;
** მომხმარებლის მომსახურება შესაბამისი სტანდარტებით. მაქსიმალური სერვისის გაწევა ამომწურავი და დეტალური პასუხებით.

უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
** ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.luka@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577132344
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე