Робота для біженців з України
მცველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცველი
მომწოდებელი: გურუ ქონსტრაქშენ
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
შპს "გურუ ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას მცველის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: კალენდარული თვის განმავლობაში არაუმეტეს 168 საათისა (საშუალოდ სამ დღეში ერთხელ, 14:00 საათიდან, არასამუშაო საათებში)
ანაზღაურება: შეთანხმებით — თვეში 800-დან 1000 ლარამდე (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

სამუშაოს აღწერილობა: ღია და საჯარო სივრცეების როგორც დისტანციური, ასევე უშუალო კონტროლი; სტუმრებისა და მობინადრეების მხარდაჭერა (საჭირო ინფორმაციის მიწოდება); საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი პირების ან/და უწყებების დროული ინფორმირება.

მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება;
** სულ მცირე ერთი უცხო ენის ცოდნა.
** უპირატესობა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

განაცხადების მიღება:

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელფოსტაზე: hr@guruholding.ge

ელწერილის სათაურში (Subject) აუცილებლად უნდა მიეთითოს: "კონკურსი".

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ან ბინადრობის მოწმობის ფოტოს ასლი;
** CV (ავტობიოგრაფია);
** ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: hr@guruholding.ge
მობ.: 593 60 10 10 / 571 34 54 34

შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე