Робота для біженців з України
მეღვინის თანაშემწე - სოფელი ხაშმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეღვინის თანაშემწე
მომწოდებელი: მტევინო
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"მტევინო" არის ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქტის შექმნასა და მუდმივ განვითარებაზე.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მეღვინის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საგარეჯოს რ-ნი, სოფ ხაშმი; (თბილისიდან დაახლოებით 40 კმ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 1400 ლარი (ნეტ)

ძირითადი მოვალეობები:

** რთვლის პერიოდში ყურძნის მიღების პროცესში მონაწილეობა;
** მთავარი მეღვინის ხელმძღვანელობით ღვინო-მასალების დამუშავებასა და ფილტრაციაში მონაწილეობა;
** მარანში არსებული მანქანა-დანადგარების, ქვევრებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** მეღვინეობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია;
** ღვინის წარმოების პროცესების საბაზისო ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr.mtevino@mtevino.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "მეღვინის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე