Робота для біженців з України
მოუშენ დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოუშენ დიზაინერი
მომწოდებელი: Social Pulse Agency
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
მარკეტინგული სააგენტო "Social Pulse Agency" აცხადებს ვაკანსიას მოუშენ დიზაინერის (Motion Designer) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თვეში 4 მოუშენ-ვიდეოს/ანიმაციის დამზადება - ვიდეოების ქრონომეტრაჟი: 10-15 წამი;
** სააგენტოს შემოქმედებით გუნდთან ერთად იდეების გენერირება და ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და დედლაინების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პროგრამებში (Adobe After Effects, Premiere Pro ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
** სარეკლამო სფეროში ან სოციალური მედიის კონტენტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა ნამუშევრების პორტფოლიოს წარმოდგენა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი (დედლაინების კონტროლი);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

ანაზღაურება: 700 ლარი;
სამუშაო ადგილი: დისტანციური (Remote);
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (Part-time), თავისუფალი გრაფიკით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სრულად დისტანციურად და კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო მეილზე: anano@socialpulse.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Motion Designer - Social Pulse.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე