|
დასახელება:
პარტნიორ კურიერებთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Golden Way Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
ლოჯისტიკური კომპანია "Golden Way Logistics" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პარტნიორ კურიერებთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი: დღის და საღამოს ცვლები (კვირაში 40 საათი, ორშაბათი-შაბათი)
სამუშაოს აღწერა:
** კომუნიკაცია და მხარდაჭერა: მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა, ოპერატიული ჩართულობა მიმდინარე პროცესებში.
** პრობლემების მოგვარება: მიწოდების სერვისის დროს წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა სატელეფონო ზარების ან წერილობითი (ჩატის) გზით.
** მოთხოვნების ანალიზი: მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება.
** პროგრამული უზრუნველყოფა და ფაილებში მუშაობა: კომპანიის შიდა საოპერაციო პროგრამაში და ფაილებში მუშაობა და მონაცემების ასახვა.
** ხარისხის კონტროლი: მიწოდების სერვისის ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული შეფასების გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის გამართული ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancygoldenway@gmail.com
|
|
|
|