|
დასახელება:
ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Bright Academy
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე;
** უპირატესობად ჩაითვლება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 აგვისტო.
|
|
|
|